კულტურა საქართველოში
Tuesday, May 3, 2011
Tuesday, April 19, 2011
ჩვენი კულტურა
კულტურა ადამიანში გენეტიკურადაა (ბიოლოგიურადაა) დეტერმინირებული პოტენცია - იყოს კულტურის შემოქმედი, კვლავმწარმოებელი და გადამცემი, მაგრამ ამ პოტენციის რეალიზება მხოლოდ სოციალურ გარემოშია შესაძლებელი, რაც აუცილებელ პირობად ითხოვს კავშირს წინა თაობებიდან გადმოცემული სოციალური ცხოვრების გამოცდილებასთან და მთლიანად დამოკიდებულია სოციალიზაციის პროცესზე.
ადამიანისა და საზოგადოების ფორმათა ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და გამოხატავს ადამიანის სოციალიზაციისა და საზოგადოების ჰუმანიზაციის დონეს. განსაზღვრულ ეპოქაში ხალხის, ერის, საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობა შეადგენს მათ კულტურას.
ის საზოგადოებაში ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს და შეიძლება მატერიალურიც იყოს, როგორც, მაგალითად, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებები, და ნაკლებად ნივთიერიც, როგორიც არის რელიგია და ტრადიციები. აქვეა სოციალური წყობა და კანონები, რომლებიც ჯგუფის საქმიანობას არეგულირებს და წარმართავს. კულტურა მოიცავს ყველაფერს, რაც საზოგადოებას მემკვიდრეობით ან სოციალური გადაცემით აქვს მიღებული. კულტურის ინსტიტუციური ელემენტები ადვილი დასადგენია: სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, რელი გიური დანიშნულების შენობები. მაგრამ გაცილებით პრობლემურია ნაკლებად მატერიალური ასპექტების გავლენის განსაზღვრა დანარჩენ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც უმცირესობათა კულტურაზეა ლაპარაკი. ნაკლებად გავრცელებული ენის გამოყენებამ საჯარო სამსახურში შესაძლოა სირთულეები წარმოშვას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. იგივე მოხდება ალბათ მედიაშიც. ასევე, სახელმწიფოს უმრავლესობის აზრით, არაეთიკური იქნებოდა უმცირესობათა ჯანმრთელობის დაცვის, რელიგიურ და საგანმანათლებლო საკითხთა განცალკევებით განხილვა და მათთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ბუტროს გალის სიტყვები რომ მოვიყვანოთ, „მატერიალური კეთილდღეობა მინიმალურად მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კულტურის ცნებამ უმცირესი მნიშვნელობა რომ შეინარჩუნოს“.
საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.
ძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494).
ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.
ქართველები ყოველთვის ამაყობენ თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით და თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, იგი ყოველთვის ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში.
<iframe src="https://docs.google.com/document/pub?id=1WrjVgIDEUsEKsOEIEmqjTkFhjX3DbQBKldY81N2yDPE&embedded=true"></iframe>
გამოყენებული ლიტერატურა :
www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=3701
www.google ge

Subscribe to:
Posts (Atom)